fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთი რეკორდული მონაცემებით მიდის – ნახეთ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეს

სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 17 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო საერთო ჯამში ვირუსით დაავადების 2.534 შემთხვევაა გამოვლენილი.

დღეს გარდაიცვალა ორი ადამიანი, რამაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 136-მდე გაზარდა.

საბერძნეთში 10.7 მილიონი მოსახლეა, რის ფონზეც ქვეყანა ამ დრომდე რეკორდულად დაბალი მონაცემებით მიდის, ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ის, კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ, მსოფლიოსთვის მაგალითად იქცა.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 43 ადამიანი, მაშინ, როცა ევროპის სხვა ქვეყნებში ექიმებს არჩევანის გაკეთება უწევთ, ვინ იცოცხლებს და ვინ მოკვდება.

 

onalem

ტესტ