fbpx
საბერძნეთი

სუვლაკის ფასმა შესაძლოა 3 ევროს გადააჭარბოს – რატომ ძვირდება?!

იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი პროდუქტის ფასმა მოიმატა, სუვლაკი ჯერ კიდევ თავის ნორმალურ ღირებულებაზე რჩებოდა, მაგრამ ახლო მომავალში, შესაძლოა, ესეც შეიცვალოს.

ატიკის სწრაფი კვების ობიექტების გაერთიანების პრეზიდენტმა, ანდრეას ადრიანაკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა ყველასთვის საყვარელი სუვლაკი გაძვირდეს და 3,10 ან 3,20 ევრო გახდეს.

ანდრიანაკიმ განმარტა, რომ ფასის ზრდას იწვევს ხორცის და ყველა იმ საჭირო პროდუქტების გაძვირება, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი მსგავსი ობიექტის ნორმალური მუშაობისთვის. მაგრამ მან ისიც დასძინა, რომ ასოციაცია შეეცდება ფასი 3 ევროზე ქვემოთ შეინარჩუნოს და დაახლოებით 2.70 ევრო იყოს.

onalem

ტესტ