fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის ოფიცრები სულ მალე პორტატული კამერებით აღიჭურვებიან – მინისტრმა მათი გადამზადების ბრძანება გასცა

სამოქალაქო დაცვის ახალი მინისტრის, ნოტის მიტარაკის განცხადებით, საბერძნეთის პოლიციის ოფიცრები უახლოეს მომავალში პორტატული კამერებით აღიჭურვებიან და ისინი მათ უნიფორმებზე დაუმაგრდებათ.

საუბარია ΟΠΚΕ-სა და ΔΙΑΣ-ის ჯგუფებზე, რომელთა ოფიცრებიც გაივლიან სპეციალურ გადამზადებას, რათა იმუშაონ კამერების დახმარებით. შესაბამისი ოპერაციების განხორციელებისას და ზოგადად, კომპეტენტურობის შენარჩუნებისთვის, მრავალ ქვეყანაში უკვე მრავალი წელია იყენებენ კამერებს, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოვლინდეს დეტალები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა დანაშაულების აღმოფხვრის თვალსაზრისით.

ცხადია, საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავეთა მხრიდან ჩადენილ უკანონობებზე, არამედ არის ხშირი შემთხვევები, როდესაც თავად ოფიცრებიც აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას და უხეშად იყენებენ მას, სწორედ ამიტომ, კამერების საშუალებით გაკონტროლდება თავად ოფიცრების სწორი მუშაობაც.

მასალა, რომელსაც კამერები ჩაიწერს, გადაიგზავნება შესაბამის ბაზაში, გადამუშავდება და შეინახება ფაილების სახით, მოწყობილობებს ექნებათ გარჩევადობის მაღალი უნარი და ასევე, მიკროფონი.

onalem

ტესტ