fbpx
კრიმინალი

17 წლის ბიჭი ნიკოს კოდოსტათის “მკურნალობის” შედეგად ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, გამოვლინდა კიდევ მინიმუმ 55 დაზარალებული პაციენტი, რომელიც ნიკოს კოდოსტათიმ, თვითმარქვია ექიმმა, მოატყუა და საკუთარი მკურნალობის მეთოდებს სთავაზობდა.

საჩივარს გამოთქვამს 17 წლის ბიჭის ოჯახი, რომელიც კოდოსტათის მიზეზით ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. ირკვევა, რომ მოზარდს მოძრაობის პრობლემები ჰქონდა. ეგრედ წოდებულმა ექიმმა, კოდოსტათიმ მათ უთხრა, რომ უკვე არსებული მკურნალობის მეთოდი შეეწყვიტათ და მას მიჰყოლოდნენ. შედეგად, ზუსტად 1 თვეში, ბიჭი ინვალიდის სავარძელში აღმოჩნდა.

ასევე, მედიასთან ისაუბრა სიმსივნით დაავადებული მამაკაცის ვაჟმაც:

“მამაჩემს ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა. ის (კოდოსტათი) ჩვენი ბოლო იმედი იყო. მივედით და ყველაფერი მოვუყევი. მან მითხრა, რომ ჰქონდა კონკრეტული დიეტა, რომელიც შედგებოდა ანტიოქსიდანტი ჩაისა და ხილისგან. გვითხრა, რომ უნდა მივყოლოდით და სჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა.”

აღსანიშნავია, რომ ამ “მკურნალობის” მეთოდში პაციენტის ოჯახს 13.000 ევრო გამოართვა, ხოლო ქიმიოთერაპიის გაკეთება შეწყვიტეს. ფაქტი იყო, რომ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა და ხოლო, მოგვიანებით, შემოწმების შედეგად სიმსივნის სხვა მეტასტაზებიც აღმოაჩინეს.

მამაკაცი რამდენიმე თვეში დაიღუპა, ვინაიდან უკვე ძალიან გვიანი იყო.

იხილეთ სპეციალური რეპორტაჟი:

onalem

ტესტ