fbpx
საბერძნეთი

მიწისძვრა ატიკის რეგიონში: აღნიშნული ტერიტორია 1 კვირაა სეისმურად გააქტიურებულია

დღეს, 13 ოქტომბერს, ატიკის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შესახებ ეროვნული ობსერვატორიის გეოდინამიკური ინსტიტუტის დირექტორი, აკის ცელენტისი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია დაახლოებით 1 კვირაა, რაც სეისმურად გააქტიურებულია და ლოგიკურია, რომ მიწისძვრა დაფიქსირდა.

სეისმური ბიძგის ძალა 3,8 ბალს აღწევდა და ეპიცენტთან შედარებით ახლოს საკმაოდ საგრძნობი იყო, ეპიცენტრი მდებარეობდა აგია მარინას (ლავრეოტიკის) ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში, ხოლო მისი სიღრმე იყო 13,4 კილომეტრი.

პროფესორი ცელენტისი ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცირე ფოკუსური რღვევების გამო სეისმური ბიძგები ფიქსირდება და ეს მსგავს პირობებში ბუნებრივი მოვლენაა. ასევე დასძენს, რომ სეისმური ისტორია, რომელიც აგია მარინაში ფიქსირდება, არ არის ამაღელვებელი, ყოველ შემთხვევაში, მცირე ბიძგები, რომლებიც საზღვაო ტერიტორიაზე გვაქვს, არ იძლევა პანიკის საფუძველს.

“ჩვენი შეფასებებიდან და სეისმური ევოლუციიდან გამომდინარე, არანაირი პრობლემა არ გვექნება, ნებისმიერ შემთხვევაში, მუდმივად ვაწარმოებთ დაკვირვებებს და სრული სიზუსტით აღვრიცხავთ მონაცემებს. მოსახლეობა არ უნდა იყოს შიშში, თუკი ამის საფუძველი გვექნება, ინფორმაციას აუცილებლად გავავრცელებთ, მანამდე კი, პანიკას არ უნდა ავყვეთ, რადგან ის ყველაზე დიდი მტერია,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ