fbpx
საბერძნეთი

თესალონიკის ავტობუსში მგზავრ გოგონას თავზე სახურავის ნაწილი დაეცა – ის, ფაქტობრივად, სასწაულებრივად გადაურჩა სასიკვდილო ჭრილობებს

თესალონიკიდან შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება. ეს არის სიტუაცია, რომელშიც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოვჩნდეთ და როგორც ჩანს, ქალაქის საჯარო ტრანსპორტით მგზავრობა ჩვენი სიცოცხლისთვის არც თუ ისე უსაფრთხოა.

როგორც ირკვევა, თესალონიკის ერთ-ერთ ავტობუსში მყოფ 25 წლის გოგონას სახურავის ნაწილი დაეცა. როდესაც გააცნობიერა, რომ შეიძლებოდა მეორე მხრიდან ჩამოვარდნილიყო, საიდანაც ბასრი ნაწილი ჰქონდა, პანიკაში ჩავარდა და მაშინვე მძღოლს მიმართა, რომ გაეჩერებინა.

“სამსახურიდან ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი. ერთ-ერთ სკამზე დავჯექი და ასე უცებ თავზე სახურავის ნაწილი მეცემა, რომელიც მინიმუმ 3-4 კილოგრამი მაინც იყო. თან, რაც ყველაზე უარესია, ჰქონდა წვეტებიც და მეორე მხარე, უფრო ბასრი, რომლითაც რომ დამცემოდა, ნამდვილად შუაზე გამჭრიდა. შეიძლებოდა, რომ ახლა აქ არ ვყოფილიყავი და თქვენთან არ მესაუბრა. მძღოლი ძალიან შეწუხდა მომხდარის გამო და დამეხმარა, რითიც შეეძლო,” ამბობს გოგონა.

onalem

ტესტ