fbpx
მსოფლიო

“გადარჩენას ვცდილობთ, ველოდებით, რომ მეორე დღე გათენდეს” – საბერძნეთის კონსული უკრაინიდან

“როდესაც იმ პირობებში ცხოვრობ, რაც ახლა აქ გვაქვს, ცდილობ, რომ გადარჩე, იყო უსაფრთხოდ. გვინდა, რომ დავუკავშირდეთ რაც შეიძლება მეტ ბერძენს და ევროპელ მოქალაქეს, რათა ვიცოდეთ, როგორ არიან, რა უჭირთ. დღეებს ვითვლით და დღიდან დღემდე ვცხოვრობთ, ველოდებით, რომ გათენდეს მეორე დღე. ეს არის ჩვენი რეალობა, ეს ომია,” აცხადებს ოდესაში ბერძენი კონსული.

კონსულმა მწუხარება გამოხატა რუსულ აგრესიას შეწირულ 12 ბერძენთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს მთელი საბერძნეთის გულისტკივილია. “ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა მოვა. ვიმედოვნებთ, რომ გვაქვს მომავალი,” აცხადებს ის.

“ქალაქში სამშაბათს თავდასხმები არ გვქონია, სიმშვიდე იყო, თუმცა, უკიდურესად ცივა. მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს გათბობა, ელ. ენერგია აღდგენილია. სუპერმარკეტებიდან ყველაფერი გამქრალია, ქალაქში არაფერი მოძრაობს,” აცხადებს კონსული, დიმიტრის დოხტის.

როგორც უკვე ცნობილია, მარიუპოლი გენერალური საკონსულოს პერსონალმა უკვე დატოვა, თავად კონსული კი, ადგილზე რჩება და მუშაობას განაგრძობს საკუთარი თანამემამულეებისთვის.

onalem

ტესტ