fbpx
პოლიტიკა

“ჩვენი თვითმიზანი თავად ჩვენი ხალხის მშვიდობა და კეთილდღეობაა” – ალექსის ციპრას მოსაზრება უკრაინა-რუსეთის ომზე

“რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩაძირავს ევროპულ ქვეყანას და ომის, სისხლისღვრისა და ნგრევის სიბნელეში დააბრუნებს არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ კაცობრიობას, დაგვაბრუნებს ბნელ და საშიშ დროში,” ასეთი განცხადება გააკეთა ΣΥΡΙΖΑ-ს ლიდერმა, ალექსის ციპრამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ეროვნული წინდახედულობა, ჰუმანიტარული მგრძნობელობა, პოლიტიკური პატიოსნება და მონდომება.

“მეშინია, რომ პრემიერ-მინისტრი საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს ორიენტირებული იყო  თავის პოლიტიკურ ოპონენტებზე და არა პუტინზე და ერდოღანზე. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ამ დარბაზში ერთი მიზანი გვაერთიანებს: მშვიდობის აღდგენა, ეროვნული ინტრესების დაცვა და ასეთ სახიფათო ვითარებაში სოლიდარობის გამოცხადება მათთვის, ვინც ომის შედეგებს იმკის, უკრაინის ყველა სოფელსა და ქალაქში.”

ციპრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველამ ცალსახად უნდა დავგმოთ რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა.

“უნდა დავაფიქსიროთ მკაფიო მოსაზრება, რომ პუტინის ქმედებები საზიანო იქნება არა მხოლოდ კაცობრიობის, არამედ თავად რუსი ხალხისა და მათი ინტერესებისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და გამოიყენოს ყველა არსებული დოპლომატიური საშუალება აგრესიის შესაჩერებლად,” აცხადებს ციპრა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ΣΥΡΙΖΑ-ში მხარს არ უჭერენ ფაქტს, რომ მიცოტაკიმ უკრაინას იარაღი და საბრძოლო ტექნიკა გაუგზავნა და ამ ნაბიჯს სახიფათო ნაბიჯს უწოდებენ, ომში ირიბი მონაწილეობის თვალსაზრისით. ციპრას თქმით, მათი მთავარი მიზანი ისევ ბერძენი ხალხის მშვიდობა და კეთილდღეობაა.

onalem

ტესტ