fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 20 აპრილს, ათენში ტროლეიბუსები 11:00-დან 16:00 საათამდე არ იმუშავებენ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში საჯარო ტრანსპორტის თანამშრომლების ნაწილი კვლავ არ იმუშავებს რამდენიმე საათის მანძილზე.

კერძოდ, საუბარია ტროლეიბუსების მძღოლებზე, რომლებიც შეკრების გამო, მუშაობას შეწყვეტენ და შესაბამისად, ეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ ტროლეიბუსები ნელ-ნელა დატოვებენ გზებს 10:00 საათიდან, ხოლო მუშაობა სრულად 17:00 საათიდან აღდგება.

ყველა სხვა ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეულ რეჟიმში.

onalem

ტესტ