fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დააკავეს სამგზავრო გემის კაპიტანი, რომელსაც ბორტზე 124-ის ნაცვლად 129 მგზავრი ჰყავდა

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ კალიმნოსზე დააკავეს სამგზავრო გემის კაპიტანი, რომელსაც ბორტზე იმაზე მეტი რაოდენობის მგზავრი ჰყავდა, ვიდრე ეს დასაშვებია.

როგორც ირკვევა, შემოწმება კუნძულ კოსზე მოხდა, სადაც მან მგზავრები გადაიყვანა, გადათვლის შედეგად, კალიმნოს პორტის თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ის აჭარბებდა დაშვებულ რაოდენობას და ნაცვლად 124-ისა ბორტზე განათავსა 129 მგზავრი.

სავარაუდოდ, გემის აღჭურვილობიდან და უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლიდან გამომდინარე 124-ზე მეტი მგზავრის ბორტზე ყოფნა პრობლემას იწვევს.

5 მგზავრის გამო, რომელიც კაპიტანს გემზე არ უნდა დაეშვა, ის შესაბამის უწყებაში აგებს პასუხს.

onalem

ტესტ