fbpx
საბერძნეთი

დიდი დაბრუნება აღდგომის შემდეგ: ათენი-კორინთოს გზაზე კილომეტრიანი რიგებია

ათენი და სხვა ქალაქები სააღდგომოდ ათასობით ადამიანმა დატოვა, ორშაბათს კი, რომელიც ბოლო უქმე დღეა, დიდი დაბრუნების დღეც არის, ვინაიდან ხვალიდან ჩვეულ სამუშაო რიტმში ჩავდგებით. თითქმის ყველა ოჯახი, რომელმაც აღდგომის სოფლებსა და კუნძულებზე გატარება გადაწყვიტა, სახლებში ბრუნდება და აქედან გამომდინარე, რიგები, რომლებიც ცენტრალურ გზატკეცილებზე შეიქმნა, წარმოუდგენელია.

მანქანები რამდენიმე კილომეტრიან რიგში დგანან, რათა გაიარონ შესაბამის ადგილას, გზით სარგებლობის საფასურის გადასახდელად.

აღსანიშნავია, რომ ელევსინასა და აფიდნესის ტერიტორიებიდან ნახევარ მილიონზე მეტი მანქანა გავიდა სააღდგომოდ, შესაბამისად, რთული წარმოსადგენი არ არის, თუ რა ვითარებაა დაბრუნებისას.

იხილეთ კადრები:

 

onalem

ტესტ