fbpx
საბერძნეთი

დღეიდან, 10 ივლისიდან, ათენის მეტრო და ტრამვაი შედარებით ხანგრძლივი ინტერვალებით იმოძრავებენ

როგორც უკვე ცნობილია, დღეიდან, 10 ივლისიდან, ათენის მეტრო და ტრამვაი მუშაობის გრაფიკს იცვლიან და გადადიან საზაფხულო განრიგზე.

მეტროს სამივე ხაზზე, ასევე ტრამვაის მატარებლები, იმოძრავებენ გაცილებით ნაკლები სიხშირით, რაც ნიშნავს, რომ მგზავრებს შედარებით მეტი დროით მოუწევთ ლოდინი.

რაც შეეხება მეტროს ხაზებს, მინიმალური ინტერვალი იქნება 7 წთ, ხოლო მაქსიმალური 15 წთ, დღის მონაკვეთის შესაბამისად. ტრამვაის შემთხვევაში მაქსიმალური ინტერვალი დაფიქსირდება 25 წუთი.

საზაფხულო პროგრამა ძალაში იქნება 3 სექტემბრამდე.

იხილეთ დეტალურად გრაფიკი:

onalem

ტესტ