fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: მოულოდნელად გარდაიცვალა ჟურნალისტი ისმა ტულატუ, რომელსაც 3 დღეში უნდა ემშობიარა

ჟურნალისტიკის სფერო და ზოგადად, ბერძნული საზოგადოება შეძრა ისმა ტულატუს მოულოდნელმა გარდაცვალებამ, რომელსაც სულ რაღაც 3 დღეში უნდა ემშობიარა. მისი ოჯახი, მეგობრები და კოლეგები ვერ იჯერებენ, რომ 52 წლის ქალი მოულოდნელად გამოეცალათ ხელიდან.

ამბავს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ფაქტი, რომ ტულატუ სამ დღეში დედა უნდა გამხდარიყო. ჟურნალისტი სახლში იმყოფებოდა, როდესაც გონება დაკარგა, ის 9 თვის ფეხმძიმე იყო და უკვე მშობიარობა უწევდა. ვინაიდან მდგომარეობა უკიდურესად დაუმძიმდა, ექიმებმა სასწრაფოდ საკეისრო კვეთა ჩაატარეს და უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინეს, რომ ახალშობილი გადაერჩინათ, რომელიც დაბადებისთანავე დედის გარეშე დარჩა.

ბავშვი თავდაპირველად ალექსანდრას საავადმყოფოში იყო მოთავსებული, ხოლო შემდეგ ელენა ვენიზელუს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

52 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, დაგეგმილია შესაბამისი ექსპერტიზა, რომ ოჯახი გაურკვევლობიდან გამოვიდეს და მათ კითხვებს პასუხები გაეცეს.

onalem

ტესტ