fbpx
საბერძნეთი

გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები დაიწყო! მაღაზიები ღია იქნება კვირას, 16 ივლისსაც!

საბერძნეთში გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები დაიწყო – დღეს, 10 ივლისს, პრემიერაა!

საზაფხულო ფასდაკლებები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერიოდია, ვინაიდან სასურველი პროდუქციის ხელსაყრელ ფასად შეძენა შესაძლებელია და თანაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იქნება ძალაში – ფასდაკლებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 10 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ამიტომ წინ თითქმის ორი თვეა.

აღსანიშნავია, რომ ფასდაკლებების ფარგლებში მაღაზიები ღია იქნება და იმუშავებენ კვირას, 16 ივლისსაც, მათი გრაფიკი კი, განისაზღვრება 11:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, ზოგიერთი პატარა მაღაზია კი, ღია იქნება 18:00 საათამდე.

მაღაზიების ხელმძღვანელობა ვალდებულია თითოეულ პროდუქტზე მიუთითოს როგორც ახალი, ისევე ძველი ფასი, რათა მომხმარებლისთვის გასაგები იყოს, საიდან მოხდა ფასის კლება.

onalem

ტესტ