fbpx
საბერძნეთი

ათენი: წაქცეული ხეები, დაზიანებული მანქანები და მდინარეებად ქცეული ქუჩები

გაუარესებულმა ამინდმა საბერძნეთში უკვე გამოიწვია პრობლემები. უხვი ნალექის გამო მდინარეებად იქცა გზები, წაქცეულია ხეები. წვიმის გამო გადაადგილებასთან დაკავშირებით სირთულეები შეიქმნა ვასილისის სოფიას, ამფითეას და მესოგიონის გამზირებზე.

ყველაზე მეტად წვიმამ დააზარალა ეგალეო, პერისტერი, ხაიდარი, ირაკლიო, ნეა იონია.

 

ირკვევა, რომ ელექტრო მატარებლის რელსებზე, ირაკლიოსა და ირინის სადგურებს შორის, ჩავარდა ხე, რამაც შეფერხებები გამოიწვია, თუმცა, მოძრაობა უკვე აღდგენილია.

გარდა ამისა, რთული ვითარება ფიქსირდება კეფალონიაზეც, სადაც უხვი ნალექი მოვიდა და გზები სრულიად დაფარა წყალმა.

onalem

ტესტ