fbpx
საბერძნეთი

“6-8 თვეში ხალხი თავისუფალი იქნება პანდემიისგან” – პანაგის ღალიაცატოს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორმა, პანაგის ღალიაცატომ ტელეკომპანია Μega-სთან საბერძნეთში არსებულ ეპიდმდგომარეობაზე ისაუბრა.

“ბოლო დღეებში საბერძნეთში კრიტიკულად მაღალი რიცხვები ფიქსირდება და ეს “ომიკრონის” გადამდებიანობის მაღალ ტენდენციას უკავშირდება. მითუმეტეს, რომ დღესასწაულების დროს ადამიანები იკრიბებიან და ასეთ შედეგებს ვიღებთ. 

ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავ ადამიანს, რომელიც ვაქცინირებულია სამი დოზით, ვირუსი უბრალო გაციებასავით გადააქვს. შეგვიძლია, რომ რაღაც რთული ვაქციოთ მარტივად და ეს მარტივი ამ შემთხვევაში კორონავირუსის უბრალო გაციებასავით გადატანაა. 

ვაქცინები ძლიერია მუტაციების წინააღმდეგ, ხოლო პირბადე აუცილებლად გვჭირდება თავდაცვისთვის. მიმაჩნია, რომ 6-8 თვეში ხალხი თავისუფალი იქნება პანდემიისგან და ორი ინსტრუმენტი, რომელიც მას დაასრულებს, არის ვაქცინა და პირბადე,” აცხადებს პროფესორი.

ღალიაცატო იმასაც აღნიშნავს, რომ ვინც მე-3 დოზა მიიღო, დიდი ალბათობით აღარ დასჭირდებათ მე-4 აცრა.

“თავიდან ჩაკეტვა საჭირო იყო, რადგან ვირუსის ბიოლოგიას არ ვიცნობდით, ახლა საკმარისად ბევრი ვიცით მასზე, ორი წელი გავიდა. ადამიანი თავად შეაჩერებს პანდემიას!”

onalem

ტესტ