fbpx
საბერძნეთი

დღეს ტემპერატურა კიდევ უფრო იმატებს – ახალი წლის პირველი დღეები საგაზაფხულო ამინდით

გუშინდელი დღის მსგავსად, საბერძნეთის უმეტეს რეგიონებში დღესაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. მხოლოდ ევიისა და კრეტას ტერიტორიებზე ნავარაუდევია პერიოდული წვიმა, რომელიც არ იქნება ძლიერი.

იქროლებს ჩრდილოეთ ქარი, 4-5 ბალი სიძლიერის, ხოლო ეგეოსის ზღვაზე მისი ძალა 6 ბალს მიაღწევს.

ტემპერატურა ჩრდილოეთ საბერძნეთში 15 გრადუსი იქნება, ხოლო დანარჩენ რეგიონებში 17-19 გრადუსს მიაღწევს.

ატიკის რეგიონში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, ჰაერი კი 17 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება თესალონიკს, ტემპერატურა 7-დან 15 გრადუსამდე იმერყევებს.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ხვალისთვის ამინდი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

onalem

ტესტ