fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ათენი: მამაკაცს ბულგარელი ქალი მძევლად ჰყავს აყვანილი და კორპუსის აფეთქებით იმუქრება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის ცენტრში, კერძოდ, აგიოს პანტელეიმონას ტერიტორიაზე, ეგვიპტელი მამაკაცი კორპუსის აფეთქებით იმუქრება, პარალელურად კი, თავისი ყოფილი პარტნიორი ქალი მძევლად ჰყავს აყვანილი.

ეგვიპტელმა მამაკაცმა, სახელად აჰმედ, ქალი გალაციდან დანის მუქარით წაიყვანა, მათ შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, ახლა კი, გაზის ბალონი უკავია და აფეთქებით იმუქრება.

არსებული ცნობებით, კორპუსი ევაკუირებულია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, იქ იმყოფება ბულგარელი ქალის დაც, რომელსაც კომუნიკაცია უჭირს, რადგან არ საუბრობს არც ბერძნულ და არც ინგლისურ ენაზე.

onalem

ტესტ