fbpx
საზოგადოება

“თებერვალში მომიტაცა… მე 14 წლის ვიყავი, ის კი 16-ის” – თამთა ყოფილ მეუღლეზე საუბრობს

ტასოს ტრიფონოსის გადაცემის საპატიო სტუმარი ამჯერად თამთა იყო. ტელევიზია RIK1-ზე გადაცემა კვირას, 21:30 საათზე გავა. ის კვიპროსულ ტელევიზიას ინტერვიუზე დათანხმდა და ისაუბრა თემაზე, რომელსაც ქართულ თუ ბერძნულ მედიასთან საუბრის დროს ყოველთვის თავს არიდებდა. თამთამ მოჰყვა, თუ როგორ მოიტაცა ყოფილმა მეუღლემ 14 წლის ასაკში და როგორ ცხოვრობდა მის მშობლებთან ერთად.

“მითხრა, რომ ქუჩაში არ დავმდგარიყავით, რადგან ხალხი დაგვინახავდა. მანქანაში ჩავჯექი და მივხვდი, რომ ყავის დასალევად კიარა უფრო შორს მივდიოდით. ისინი მართლაც გასცდნენ თბილისს. ამ დღის შემდეგ მის მშობლებთან ერთად, მის სახლში ვცხოვრობდი. ის 16 წლის იყო, მე კი 14-ის. თებერვალში მომიტაცა, აპრილში კი დავქორწინდით.

ოფიციალური ქორწინების გაკეთება არ შეგვეძლო, რადგან არასრულწლოვნები ვიყავით და ამის უფლება არ გვქონდა. მაშინ ყველა გრძნობა გამეყინა, ყველაზე ცივი გადაწყვეტილება მივიღე და ვთქვი, რომ უნდა გავშორებოდი, რაც უნდა მომხდარიყო, რადგან ასეთი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებდი,” ამბობს მომღერალი.

 

onalem

ტესტ