fbpx
საბერძნეთი

რას პროგნოზირებენ ექსპერტები საბერძნეთში, თუ მოსახლეობის 65% ორჯერ არ აიცრება?!

კრეტას უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკოს ძანაკიმ, დღეს ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან პესიმისტური განცხადებები გააკეთა.

პროფესორის განმარტებით, თუ საბერძნეთში მოსახლეობის 65% არ აიცრება, ანუ არ შეიქმნება იმუნიტეტის კედელი, ყოველთვე 800 გარდაცვლილს დავითვლით.

“მომდევნო თვეებში თითქმის ყველა დაინფიცირდება. ნელ-ნელა ბუნებრივად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, ვაქცინაციის და დაინფიცირების ფონზე, ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავებით, მაგრამ მანამდე ბევრ ადამიანს დავკარგავთ. ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი მოსახლეობის 65% მაინც რომ იყოს სრულად ვაქცინირებული, მაგრამ თუ ზომებს დავიცავთ, არ გვექნება სერიოზული აფეთქებები. 

თუ ვაქცინაცია არ წავა დამაკმაყოფილებელი ტემპით და მოსახლეობა სიფრთხილეს არ გამოიჩენს, კონტროლს დავკარგავთ, რადგან ვაქცინირებულები და აუცრელები ერთად – ეს დიდი პრობლემაა.

მოსალოდნელია, რომ დღესასწაულებამდე კიდევ 3.000-მდე ადამიანი გარდაიცვალოს. ამჟამად რეანიმაციაში მყოფთა 90% აუცრელია, ხოლო გარდაცვლილთა 95%-96%-ია აუცრელი.”

ამრიგად, როგორც ექსპერტები აცხადებენ, აუცილებელია, რომ იმუნიტეტის 65%-იან ზღვარს მაინც მივაღწიოთ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდეს და ადამიანებმა თავიდან აირიდონ მართვით სუნთქვაზე გადაყვანა და უარეს შემთხვევაში გარდაცვალება.

onalem

ტესტ