fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კალითეა: 19 წლის ბიჭი სახურავიდან დედის თვალწინ გადმოხტა

გუშინ კალითეაში 19 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის სახლის სახურავიდან გადმოხტა, რომელშიც დედასთან ერთად ცხოვრობდა.

kallitheaonline.gr-ის ცნობით, ადგილზე პოლიცია სწრაფად გაჩნდა და ტერიტორია გადაიკეტა.

“ჩვენ ყვირილი გავიგეთ და გარეთ გამოვედით, რათა გვენახა რა ხდებოდა,” ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ინციდენტის კიდევ ერთი ტრაგიკული ფიგურა 19 წლის ბიჭის დედაა, რომელიც ინციდენტს შეესწრო, თუმცა, მან არ იცოდა, რომ ახალგაზრდა, რომელიც სახურავიდან გადმოხტა, მისი შვილი იყო.

პოლიციამ და მისმა ნათესავებმა ამ ამბის შესახებ მას მოგვიანებით შეატყობინეს.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა 19 წლის ბიჭის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი.

onalem

ტესტ