fbpx
საზოგადოება

არეულობა ომონიაზე პოლიციის განყოფილებასთან ორი ემიგრანტი მამაკაცის დაკავების გამო

ინციდენტის გამო დაახლოებით 50-მა მუსლიმმა ომონიის პოლიციის განყოფილებასთან საპროტესო აქცია გამართა. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ საბერძნეთის პოლიციამ ორი პაკისტანელი დააკავა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა პაკისტანელების მაღაზიებთან უცნობი პირი მივიდა და 20-30 წუთის მანძილზე ალაჰს აგინებდა. ამ ყველაფერმა მათში გაღიზიანება გამოიწვია და გარეთ აგრესიულები გამოცვივდნენ. პოლიციამ ინციდენტისას ორი პაკისტანელი დააკავა და პოლიციაში გადაიყვანა.

მოგვიანებით განყოფილებასთან მათი დაკავების გამო 50-მდე მუსლიმი შეიკრიბა.

დაკავებულია ის პირიც, რომელიც ალაჰს მათ გასაგონად აგინებდა.

“ეს წმინდა რასისტული ქმედებაა. ისლამოფობიური…” – განაცხადა ანტირასისტული და ანტიფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პეტროს კონსტანტინუმ.

onalem

ტესტ