fbpx
კრიმინალი

კრეტა: საშიში პატიმარი ციხიდან 1 დღით გაათავისუფლეს და უკან აღარ დაბრუნდა

გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის პატიმარი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ციხეში 6 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყო.

კერძოდ, ალიკარნასოს ციხეში უცხო ქვეყნის 46 წლის მოქალაქე ნარკოდანაშაულის მძიმე ბრალდებებით იჯდა. ციხის ხელმძღვანელობამ უფლება მისცა გისოსები 1 დღით დაეტოვებინა და ოჯახში დაბრუნებულიყო, როგორც ეს ხდება სხვა პატიმრების შემთხვევაში, როდესაც კარგი მოქცევით გამოირჩევიან.

როგორც ცნობილია, 46 წლის მამაკაცი ციხეში უკან აღარ დაბრუნებულა და ახლა კრეტას პოლიცია მთელი კუნძულის მასშტაბით ეძებს.

onalem

ტესტ