fbpx
საზოგადოება

ბერძენ მამაკაცს საკუთარი 3 წლის შვილი პარკში დარჩა, თავად კი წავიდა

ირაკლიოს საზოგადოება ინციდენტით შეძრულია. 3 წლის გოგონა პარკში მარტოდმარტო იპოვეს და როგორც აღმოჩნდა, მისი იქიდან წაყვანა საკუთარ მამას დაავიწყდა.

ყველაფერი კი ხუთშაბათს დილით დაიწყო, როცა მამაკაცმა შვილი სათამაშოდ წაიყვანა და როდესაც გოგონა თავისთვის ერთობოდა, მან გადაწყვიტა მანქანა პროფილაქტიკაში წაეყვანა. ის ავტომობილში ჩაჯდა და უკან აღარ დაბრუნებულა, ბავშვი მარტო დატოვა და მის წასაყვანად აღარ მისულა.

იქ მყოფებმა პოლიცია გამოიძახეს და უპასუხისმგებლო მამა დააკავეს. როგორც ცნობილია, მას არასრულწლოვნის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით გაასამართლებენ.

 

onalem

ტესტ