fbpx
საზოგადოება

30 წლის უცხოელი გარდაიცვალა და 8 ბერძენის სიცოცხლე იხსნა

კეთილშობილური ქმედების შესახებ ბერძნული მედია წერს. 30 წლის მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში შვებულების გასატარებლად იყო ჩამოსული, კუნძულ ტინოსზე საზარელ ავტოავარიაში დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გაიგო, მიიღო უკიდურესად ჰუმანური გადაწყვეტილება და ატიკის საავადმყოფოში მყოფ 8 პაციენტს, რომელთაც სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდათ დონორი, მისი ორგანოები გადასცეს.

ტინოსის საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მაშინვე დაუკავშირდა ატიკის რეგიონს და ყველა საჭირო პროცედურა უმოკლეს ხანში დასრულდება, რათა 8-ვე პაციენტს შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდეს.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყო.

onalem

ტესტ