fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მარინელა ღამის კლუბში კიბიდან გადმოვარდა – მომღერალს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა

გავრცელებული ინფორმაციით, მარინელა გუშინ საღამოს ათენის ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა, როდესაც კიბიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ელენა პაპარიზუს სტილისტი იუწყება:

“ის მაშინ გადმოვარდა, როდესაც კიბეზე, გამოსაცვლელ ოთახში ჩადიოდა. დაცემის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო და აუცილებელი გახდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ.”

ადგილზე ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ექიმებმა დაასკვნეს, რომ მას თეძოზე დაუყოვნებლივ ქირურგიული ოპერაცია სჭირდებოდა.

მომღერალი ამჟამად კერძო კლინიკაშია მოთავსებული.

ლაკის ლაზოპულო სოციალურ ქსელში მის გასამხნევებლად ფოტოს ავრცელებს.

onalem

ტესტ