fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 17 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზად ექიმებმა ოჯახს ვირუსი უთხრეს, თუმცა, რეალური დიაგნოზი არ არსებობს

შემთხვევა ტრიკალას საავადმყოფოში მოხდა, სადაც 17 წლის გოგონა ზუსტად 9 თვის წინ დაიღუპა, თუმცა, ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, თუ რა პრობლემით.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის საავადმყოფოში მოთავსებისას ექიმებმა დედ-მამას უთხრეს, რომ ეს მხოლოდ ვირუსი იყო და მალე გამოჯანმრთელდებოდა. როგორც ქალი ამბობს, როცა კარდიოლოგთან მივიდნენ, შვილი ეუბნებოდა, რომ სივდებოდა, სტკიოდა, შიოდა და სწყუროდა, თუმცა, ის ამშვიდებდა, რომ უბრალო ვირუსი ჰქონდა და მალე გაუვლიდა.

სამედიცინო ექსპერტების ჩარევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში არ არსებობდა არანაირი საბუთი, რომელიც გოგონას ორგანიზმში ვირუსის არსებობას დაადასტურებდა და არც გარდაცვალების მიზეზი დასტურდება რაიმე დოკუმენტით.

მოზარდი ზუსტად 7 დღე იწვა პალატაში და ისე გარდაიცვალა, რომ მიზეზად მხოლოდ ვირუსი დაასახელეს და სავარაუდოდ, ეს ტყუილი იყო.

სიკვდილამდე 17 წლის ვაგელიცა დედას ეუბნებოდა, რომ გულის არეში ჰქონდა ტკივილები და სწორედ ამის შემდეგ წაიყვანეს კარდიოლოგიურ კლინიკაში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახი ტრიკალას საავადმყოფოს ექიმებს სასამართლოში უჩივის.

 

onalem

ტესტ