fbpx
პოლიტიკა

“შეცდომებს ნუ დაუშვებთ, თორემ კატასტროფას გამოიწვევთ” – რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მუქარა საბერძნეთს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა დღეს მორიგი პროვოკაციული განცხადებები გააკეთა. ეს იყო ნამდვილი “საბრძოლო” ტონი და საკმაოდ მკაფიო მუქარა საბერძნეთის მიმართ.

“თუ საბერძნეთს უნდა ფასის გადახდა, მოვიდეს და დაგვიპირისპირდეს. თუ ამის გამბედაობა არ აქვს, მაშინ ჩვენი გზიდან გადავიდეს. ჩვენ არ ვსწავლობთ წარსულიდან და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო იქნება სამხედრო დონეზე. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ეგეოსის ზღვაში და შავ ზღვაში მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. არ ვაპირებთ იმის დათმობას, რაც ჩვენ გვეკუთვნის.

გაფრთხილებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომებს, თორემ კატასტროფას გამოიწვევთ,” განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი არ არის ქვეყანა, რომლის მოთმინება და უნარები ვინმემ უნდა გამოსცადოს და ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს:

“თუკი რაიმეზე ვამბობთ, რომ გავაკეთებთ, ამას ნამდვილად ვგულისხმობთ და გავაკეთებთ ნებისმიერ ფასად. თუ არ გაქვთ გამბედაობა, უნდა გახვიდეთ ჩვენი გზიდან და გვაცადოთ ჩვენივე საქმის კეთება.”

onalem

ტესტ