fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მოსწავლე, რომელიც ნიღაბს არ გაიკეთებს, გაკვეთილზე არ დაიშვება

როგორც უკვე ცნობილია, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, საბერძნეთის სკოლებში მოსწავლეებისთვის ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება.

დღეს ტელეკომპანია ERT-თან საუბრისას, ნიკი კერამეოსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, თუ რამხელა მნიშვნელობისაა პირბადე ამ ეტაპზე:

“სკოლებში მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს მოეთხოვებათ ატარონ ნიღბები. მოსწავლე, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთება, გაკვეთილზე არ დაიშვება.

ამ ეტაპზე გვაქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც სკოლები უნდა გაიხსნას 7 სექტემბერს, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებებს მომდევნო სამშაბათს გავაცნობთ საზოგადოებას.

ექსპერტების მიხედვით, ნიღაბი ახლა არის მკაცრი ზომა, რომელიც მუშაობს როგორც დამცავი ფარი. თუმცა, ის არ არის ერთადერთი საშუალება. გარდა ამისა, სამედიცინო ასოციაციასთან თანამშრომლობით, უზრუნველვყავით  შესვენების სხვადასხვა დრო, რაც ამცირებს მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფების თანხვედრის შანსს,” ამბობს კერამეოსი.

onalem

ტესტ