fbpx
პოლიტიკა

ოფიციალურად! საბერძნეთში მოგზაურობისთვის “მწვანე” სერთიფიკატი ძალაში შედის

საბერძნეთში “მწვანე” ციფრული სერთიფიკატი ძალაში 1 ივლისიდან შედის. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება კირიაკოს მიცოტაკიმ, სულ რამდენიმე წუთის წინ, პრეზენტაციაზე გააკეთა.

სერთიფიკატის პრეზენტაციას დაესწრნენ საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრი, კირიაკოს პიერაკაკისი, ასევე, ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

პიერაკაკისმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება და მოქალაქეებს შეეძლებათ “მწვანე” სერთიფიკატის აღება gov.gr-დან საკუთარი AMKA-ს ან Taxisnet-ის კოდების გამოყენებით.

აღნიშნული სერთიფიკატი მოქმედებაში იქნება ძალაში შესვლიდან 12 თვის მანძილზე და ერთი და იგივე იქნება ევროკავშირის ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის.

აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას მოქალაქის შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გაცემის თარიღი და რომელიმე ფაქტს აქედან:

  1. რომ არის ვაქცინირებული
  2. რომ აქვს უარყოფითი ტესტის პასუხი
  3. რომ აქვს ანტისხეულები, შესაბამისად, გადატანილი აქვს ვირუსი წარსულში.

ანტისხეულებთან დაკავშირებული ტესტი ვალიდურია დაავადების გადატნიდან 180 დღემდე.

აღნიშნულია ისიც, რომ ტურისტებს შეუძლიათ საბერძნეთში შემოსვლის შემდეგ აიღონ სერთიფიკატი, ტესტის გაკეთების შემდეგ.

 

 

onalem

ტესტ