fbpx
პოლიტიკა

თურქეთის საიდუმლო გეგმა, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე შეჭრის შესახებ: Nordic Monitor

“თურქეთი გეგმავდა ეგეოსის 131, მცირე და დიდ კუნძულებზე შეჭრას, რომლებიც მათ მიერ სადავოდ მიიჩნევა,” წერს სკანდინავიური მედია.

ვებ-გვერდი აქვეყნებს სკანდალურ ინფორმაციას, რომ თურქეთს ჰქონდა საიდუმლო გეგმა, რომლის მიხედვითაც შედგენილია სია, სადაც შედის 131 კუნძული და სწორედ ამ კუნძულებზე აპირებდა თურქეთი სამხედრო არმიის შეყვანას იმ შემთხვევაში, თუკი საბერძნეთთან კონფლიქტი აქტიურ ფაზაში შევიდოდა.

როგორც ჟურნალისტი სტატიაში წერს, საუბარია კუნძულებზე, რომლებსაც თურქეთი სადავოდ თვლის და კერძოდ არის: ზურაფა, სამოთრაკის კიდევ ორი მცირე ზომის კუნძული, ასევე, 21 კუნძული თიმენას მახლობლად, 18 აკრიუსის მახლობლად, ორი ფარმაკონისთან, 10 კოსსა და ნისიროსს შორის, 24 კრეტას გარეშემო და ა.შ.

საიდუმლო დოკუმენტი წარმოადგენს ერთგვარ პრეზენტაციას, რომელიც 16 გვერდისგან შედგება და მოიცავს “სადავო” კუნძულების რუკას. ის მომზადებულია თურქული შეიარაღებული ძალების აკადემიის მიერ და ზედ არ არის დატანილი თარიღი.

“პრეზენტაცია არის იმის შესახებ, თუ როგორ დაესხმებოდა თავს თურქეთი ბერძნულ კუნძულებს და მოახდენდა მათ ოკუპაციას, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო შეიარაღებული ძალების საშუალებით,” წერს Nordic Monitor.

onalem

ტესტ