fbpx
საზოგადოება

თესალონიკში “ბომბი” უკვე აფეთქდა: მინიმუმ 14 ინფიცირებული სტუდენტი უნივერსიტეტის წვეულებიდან

როგორც უკვე ცნობილია, თესალონიკში გასულ შაბათს სტუდენტებმა წვეულება მოაწყვეს. ექსპერტებმა დიდი შეშფოთება გამოთქვეს ამდენი ადამიანის ერთად შეკრებასთან დაკავშირებით და ირკვევა, რომ “ბომბი” უკვე აფეთქდა კიდეც.

ოფიციალური მონაცემებით, ამ წვეულების შემდეგ მინიმუმ 14 სტუდენტს კორონავირუსი გამოუვლინდა, ხოლო ამ დროისთვის ელოდებიან კიდევ სხვა სტუდენტების ტესტების პასუხებს, რათა დადგინდეს ვირუსის გავრცელების მასშტაბი.

რამდენიმე კვირის წინ სოტირის ციოდრასმა აღნიშნა, რომ თესალონიკში ხალხმა ჭკუა ისწავლა, ატიკის რეგიონისგან განსხვავებით, თუმცა, ამჟამინდელი ვითარების მიხედვით, სიტუაცია უარესობისკენ ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს.

onalem

ტესტ