fbpx
საზოგადოება

“ბავშვი გაქრა და მისი სიცოცხლე საფრთხეშია” – განგაში 13 წლის მარიას გაუჩინარების გამო

ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილის” ინფორმაციით, არგოლიდადან 13 წლის მარია-ფილოთეი გაუჩინარდა. გოგონა 17 ოქტომბერს ალიმოს ტერიტორიიდან გაქრა, დაახლოებით 16:00 საათის შემდეგ არავის უნახავს და მის კვალზე ამ დრომდე ვერ გადიან.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, არსებობს სერიოზული მიზეზები, რომლებიც მოზარდის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ.

გაუჩინარების დღეს მარიას ეცვა ჯინსის ქვედაბოლო, ლურჯი მოკლემკლავიანი მაისური და შავი სპორტული ფეხსაცმელი.

ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, დარეკონ ნომერზე: 116000.

onalem

ტესტ