fbpx
საზოგადოება

Telegraph: “ოქროს ვიზების და Airbnb-ის გამო ბერძნები “უსახლკაროდ” რჩებიან

ბრიტანული გამოცემა Telegraph საბერძნეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით აქტიურად წერს. საბერძნეთში ბინებს ჩინელები, რუსები და თურქები ყიდულობენ, რის შედეგადაც ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების საბუთებს იღებენ. ეს ყველაფერი კი 250.000 ევროდ. სწორედ ამას ეწოდება “ოქროს ვიზა”, რომელსაც მათ თავად ქვეყანა სთავაზობს. ამის პარალელურად კი ისინი შემდეგ ბინებს გასაქირავებლად ამზადებენ.

გამოცემის თანახმად, საზოგადოების მდიდარი ფენის წარმომადგენლები , რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან არ არიან, თანხას სწორედ აღნიშნულ ბიზნესში აბანდებენ.

ბინების რაოდენობა, რომელიც Airbnb-ისთვის, ანუ ძირითადად უცხოელებზე გასაქირავებლად გამოიყენება, საბერძნეთში ბოლო ორი წლის მანძილზე 9.000-დან 12.000-მდე გაიზარდა, რაც სწორედ “ოქროს ვიზების” დამსახურებაა.

22 წლის ნადია Telegraph-თან საუბრისას ამბობს, რომ ის ზუსტად ამ პროგრამის მსხვერპლი გახდა. ის პაგრატზე 3 წლის მანძილზე ერთსა და იმავე ბინაში ცხოვრობდა, ბერძენმა მეპატრონემ კი მოსთხოვა სახლი დაეტოვებინა, რადგან ის გაიყიდა და რათა შემდგომ დღიურად, კვირებით ან თვეობით გაქირავებულიყო.

ამის პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ იმ უბნებში სადაც Airbnb-ის ბუმია, ბინების ქირა 200-300 ევროთი იმატებს.

onalem

ტესტ