fbpx
საბერძნეთი

“კარდაკარ უნდა მივაკითხოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არ იცრებიან” – კირიაკოს მიცოტაკის

საბერძნეთის პრემიერი პრეზიდენტ ეკატერინი საკელაროპულუს შეხვდა და მათი დიალოგი კამერების თანდასწრებით გაიმართა. მიცოტაკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ “სახელმწიფოს აქვს უფლება თითოეული თავისი მოქალაქისგან მოითხოვოს სოციალური და ეროვნული სოლიდარობა”.

“ჩვენ გუშინ 10.000.000-იან ბარიერს გადავაბიჯეთ. ოპერაცია “თავისუფლება” ისე მიმდინარეობს, როგორც ეს დაგეგმილი გვქონდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც ხედავთ, მუტაცია დელტა ახლა გვაიძულებს კიდევ დამატებითი ძალისხმევა გამოვიჩინოთ და დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ უნდა აიცრან. ჩვენ კარდაკარ უნდა მივაკითხოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არ იკეთებენ ვაქცინას და ჯერ კიდევ აქვთ ეჭვები. 

ეს არის ძალისხმევა, რომელიც არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგადი შეტყობინებებით. უნდა დაგვეხმაროს ადგილობრივი ხელისუფლებაც და ეს არ აკეთოს მხოლოდ ცენტრალურმა. კარდაკარ უნდა მივაკითხოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათი დახმარებით, რომ დავარწმუნოთ ისინი, გადადგან ეს ნაბიჯი და გაიკეთონ ვაქცინა.

მე სწორად მიმაჩნია ვაქცინაციის ვალდებულების დაწესება ექიმებისთვის და მოხუცთა მოსავლელი ცენტრების პერსონალისთვის. ჩვენ ვიცავთ ბიოეთიკის კომიტეტის ყველა რეკომენდაციას. ყველა ექიმი და ექთანი უნდა აიცრას, გარდა მათი, ვისაც აქვს სერიოზული სამედიცინო მიზეზი და ადასტურებს ამას,” აცხადებს მიცოტაკი.

 

onalem

ტესტ