fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენმა ახალგაზრდებმა უსალკარო მამაკაცს სასტუმრო უქირავეს, შემდეგ კი სახლიც გამოუჩნდა

საშობაოდ კარგი ამბები ხდება და კრეტადან გავრცელებული ინფორმაცია, ამას ადასტურებს. ირკვევა, რომ ხანიელმა ახალგაზრდებმა სეირნობისას უსახლკარო მამაკაცი შენიშნეს და დახმარება შესთავაზეს.

ბერძენმა ბიჭებმა სიცივეში მწოლიარე ბატონ სპიროს სასტუმროს ოთახი უქირავეს და თანხა თავად დაფარეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. როდესაც ამ ამბის შესახებ ხანიაში გაჟღერდა, ბატონ სპიროს კიდევ ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა.

ირკვევა, რომ ხანიის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მას თავისი სახლი დაუთმო და მამაკაცს იქ მინიმუმ 3 თვით შეუძლია დარჩენა, სხვები კი მას საჭმლითა და ტანსაცმელით დაეხმარნენ.

onalem

ტესტ