fbpx
საბერძნეთი

ათენი: აპრილში დედაქალაქს დამატებით 300 ავტობუსი მოემსახურება – ნახეთ დეტალები

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა განაცხადა, რომ აპრილის პირველი რიცხვებიდან ათენის ქუჩებში ახალი ავტობუსები გამოვლენ.

საუბარია 16 ხაზზე, რომელიც ყველაზე აქტიურად გამოიყენება მოსახლეობის მიერ. დედაქალაქს მოემსახურება დამატებით 300 ახალი ავტობუსი, რომლიც განაწილდება ამ 16 სამარშრუტო ხაზზე.

“ჩვენ მალე მივაღწევთ მიზანს, რომ 1500 ახალი ავტობუსი გვყავდეს დედაქალაქში. ცვლილებებს უკვე ბოლო 7 წელია ველოდებით. ახალი ავტობუსებისთვის მძღოლები უკვე დაქირავებულები არიან და უმოკლეს ხანში შეუდგებიან მუშაობას. 

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ ვცდილობთ, საბერძნეთი გახდეს პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც მეტროში, ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში დამონტაჟდება დასუფთავებისა და დეზინფექციის სისტემა, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ჩვენ არ მივიღებთ არცერთ ავტობუსს, რომელიც არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს,” განაცხადა კარამანლისმა.

 

onalem

ტესტ