fbpx
საზოგადოება

“როცა დავინახე, ვთქვი “ამ ქალზე დავქორწინდები”, 25 წლის მანძილზე არცერთხელ გვითქვამს, რომ ვშორდებოდით” – დიონისის სხინას

კერი გარბი და დიონისის სხინა უკვე 27 წელია ერთად არიან, აქედან 25 წელი ოფიციალურ ქორწინებაში. წყვილმა გულახდილად ისაუბრა, თუ როგორ მოახერხეს ამდენწლიანი ურთიერთობის შენარჩუნება და სხინამ ისიც კი გაამხილა, რომ სულ პირველად კეტი გარბი არ მოეწონა.

“როცა ევროვიზიაზე გამოვიდა, გაოგნებული დავრჩი და ვთქვი: “შეხედე მის გამბედაობას, რომ ამ კაბით გამოვიდა სცენაზე”. 

პოსიდონიოში რომ დავინახე, მაშინ ვთქვი: “ამ ქალზე დავქორწინდები”, ამბობს სხინა.

რაც შეეხება გარბის, მისი თქმით, სულაც არ არის მარტივი, რომ ქორწინება ამდენი ხნის მანძილზე შეინარჩუნო, თუმცა, უნდა იცოდე, რა გინდა. მომღერალი აღნიშნავს, რომ ადამიანი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ოჯახი შეინარჩუნოს ყველანაირი გზით.

სხინამ ისიც თქვა, რომ როდესაც კამათობენ, ვიდრე ერთმანეთს ყვირილს დაუწყებენ, სახლიდან გადის და რამდენიმე ხანში უკან ბრუნდება. ამ გზით ის ცდილობს, საუბარი კრიტიკულ ფაზაში არ შევიდეს და შეწყდეს იქ, სადაც ჯერ კიდევ ხმადაბლა საუბრობენ.

როგორც ირკვევა, 25 წლის მანძილზე წყვილის ურთოერთობაში ერთხელაც არ დამდგარა მომენტი, რომ დაშორებაზე ეფიქრათ.

ნახეთ ინტერვიუ:

onalem

ტესტ