fbpx
საზოგადოება

“სახლიდან წავიდა და არ ვიცი რატომ, იძულებული ვარ, რომ საჯაროდ მივმართო” – მარინა პატული

მარინა პატული საჯარო გამოსვლებს არ წყვეტს, რათა საკუთარ მეუღლეს სთხოვოს, რომ სახლში თუ არ დაბრუნდება, რაიმე გზით დაეკონტაქტოს მაინც. ატიკის რეგიონალური გუბერნატორის მეუღლე სასოწარკვეთილია და ამბობს, რომ საუბარი არ არის განქორწინებაზე, არამედ მათი ურთიერთობა დიდ კრიზისს განიცდის.

“ამ ეტაპისთვის საუბარია მწვავე კრიზისზე და პირად არჩევანზე. თუ ამ ყველაფერს სხვა გაგრძელება მოჰყვა, გასაგები იქნება ჩემთვის და პატივს ვცემ. ორივემ უნდა ვცადოთ, რადგან ბავშვის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული.

ფეხქვეშ მიწა მაქვს გამოცლილი. ამ ადამიანთან ერთად ვარ 18 წლიდან 52 წლამდე. ჩვენი ურთიერთობა არის ცხოვრებისეული ურთიერთობა. მაგრამ ზოგჯერ, რაც უნდა გიყვარდეს ადამიანი, უნდა გაუშვა, საკმარისია იცოდე, რომ ის თავის პასუხისმგებლობას აიღებს. 

შეიძლება გიორგო ზეწოლისა და სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის გამო ვერ აცნობიერებს, რომ ოჯახი ყოველთვის ყველაზე მაღლა დგას,” ამბობს მარინა პატული.

თავად გიორგოს პატული აღნიშნულ საკითხზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ დაკავებულია პანდემიასთან დაკავშირებული საკითხებით, რადგან ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია. უკვე 2.5 თვეა, რაც ცოლ-ქმარს კომუნიკაცია არ აქვს ერთმანეთთან.

onalem

ტესტ