fbpx
საზოგადოება

გიორგოს პატულიმ ცოლს ოფიციალური გაფრთხილების წერილი გაუგზავნა – რას წერს გუბერნატორი?

გავრცელებული ინფორმაციით, ატიკის გუბერნატორმა, გიორგოს პატულიმ საკუთარ ცოლს, რომელთანაც უკვე 2.5 თვეა კონტაქტი გაწყვეტილი აქვს, ოფიციალური გაფრთხილების წერილიგაუგზავნა.

ირკვევა, რომ პატული მეუღლეს სთხოვს შეწყვიტოს საჯაროდ გამოსვლები და მათ დაშორებასთან დაკავშირებული განცხადებების გაკეთება, რათა მათი შვილის ფსიქიკას გაუფრთხილდნენ.

გაფრთხილების წერილის გაგზავნა გუშინ, 23 მარტს მოხდა, რომლის საშუალებითაც გიორგოს პატულიმ მარინა პატულის პირადი ცხოვრების საჯაროდ განხილვის შეწყვეტა სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ გუბერნატორს ტელეფონით დაუკავშირდა სტამატინა ციმცილი და როგორც ტელეწამყვანი ამბობს, პატულის ბევრი არ უსაუბრია, მხოლოდ ის თქვა, რომ თავისი შვილის გამო, არ აპირებდა მსგავსი საუბრების გაგრძელებას.

onalem

ტესტ