fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთი: გახმაურებული მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია

გახმაურებული მკვლელობის საქმე, რომელმაც 1 წლის წინ მთელი საბერძეთი შოკში ჩააგდო, ახლახანს დაიხურა და განაჩენი ცნობილი გახდა.

1 წლის წინ, ამჟამად უკვე 27 წლის ქალმა საკუთარი მეუღლის ყოფილი ცოლი მოკლა და ორი ბავშვი ობლად დატოვა. 3 აგვისტოს პოლიციის განყოფილებასა და სასწრაფო დახმარების ოფისში ზარი შევიდა, 35 წლის ქალს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებამ სწრაფად დაადგინა მკვლელის ვინაობა.

ორი ქალის დამაკავშირებელი რგოლი 42 წლის მამაკაცია, რომელიც ამჟამად დაკავებულის მეუღლეა, ხოლო მსხვერპლის ყოფილი მეუღლე. ორივე ქალს აღნიშნული მამაკაცისგან ორ-ორი შვილი ჰყავს. როგორც აღმოჩნდა, მოქმედი მეუღლე ყოფილ მეუღლეზე ეჭვიანობდა, რამაც დანაშაული ჩაადენინა: ის პოტენციურ მსხვერპლთან მივიდა და ქმრის უფროსი შვილების წინაშე სკანდალი მოუწყო.

უნდა აღვნიშნოთ, ისიც, რომ მამაკაცის სამუშაო ოფისი მისი ყოფილი მეუღლის სახლიდან 100 მეტრში მდებარეობდა, რაც, სავარაუდოდ, ძალიან აწუხებდა მოქმედ მეუღლეს.

ინციდენტის შემდგომ, ქალი საავადმყოფოში სწორედ ყოფილმა ქმარმა გადაიყვანა. ხოლო დამნაშავე სწრაფად დააკავეს.

თუმცა, ოჯახის ტრაგედია ამით არ დასრულებულა. მამაკაცს საშინელი ნერვული აშლილობა დაემართა და ინციდენტიდან ცოტა ხნის შემდეგ, მოქმედი მეუღლის მშობლებს ესროლა, რათა მასზე შური ეძია, მაგრამ მოხუცები გადარჩნენ. მან გაქცევა სცადა, პოლიციამ კი ისიც დააკავა.  იმ დროისთვის გაურკვეველი იყო, თუ ვისთან რჩებოდა მათი 4 შვილი.

ამ ყველაფრიდან 1 წლის შემდეგ , განაჩენი ცნობილია. 2 შვილის დედის მკვლელ ქალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და განაჩენი გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. მას ასევე ბრალად ედება იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.

onalem

ტესტ