fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: ფინანსური პირამიდის ორგანიზებისთვის დაკავებულია ერთი პირი

საბერძნეთის პოლიციამ თესალონიკში 54 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად თაღლითობა ედება. მის მიერ აღებული თანხა 2,2 მილიონი ევროა. ის თაღლითურ სქემას გერმანიაში აწარმოებდა.

პოლიციის უშიშროების თანამშრომლებმა საბერძნეთის მოქალაქე ოპერაციის შედეგად ლაგადაში აიყვანეს. მასზე გაცემული იყო ევროპული დაპატიმრების ორდერი.

გერმანიის პროკურატურის მიერ აღნიშნული პირი იძებნებოდა, ფინანსური პირამიდის ორგანიზების ბრალდებით. კონკრეტულად, ის ადამიანებს ჰპირდებოდა, რომ ჩადებულ თანხაზე დიდ წლიურ შემოსავალს მიიღებდნენ, პროცენტების სახით. ის მათ ატყუებდა, რომ საბერძნეთში გამწვანებაზე ექსკლუზიური უფლება ჰქონდა და ფულს ამ საქმეში აბანდებდნენ, ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. ის ასევე ეუბნებოდა ინვესტორებს, რომ უნდა გადაეხადათ დაზღვევის საფასური და ჰპირდებოდა, რომ ამ თანხასაც შემოსავლებიდან დაუბრუნებდა.

საბერძნეთის მოქალაქე ამ საქმიანობას 2011-დან 2013 წლამდე ეწეოდა.

პროკურატურისა და თესალონიკის სააპელაციო სასამართლოს თხოვნით, 54 წლის მამაკაცის ექსტრადაციის პროცედურა გერმანიაში დაიწყო.

onalem

ტესტ