fbpx
ჯანმრთელობა

ათენში, გალაცის სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა – 11 ახალი შემთხვევა ქვეყანაში

ეს კორონავირუსის ყველაზე ბოლოს დადასტურებული შემთხვევაა, საერთო ჯამში კი, დღეს კიდევ 11 ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. საბერძნეთში კორონავირუსით 84 ადამიანია დაინფიცირებული.

როგორც ირკვევა, ათენში, გალაცის მე-4 უმაღლესი სკოლის (ლიკიო) მოსწავლეს ვირუსის დიაგნოზი ოფიციალურად დაუსვეს.

განათლების სამინისტრომ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და სკოლები დაიხურა, რათა მაქსიმალურად იყოს ლიმიტირებული კორონავირუსის გავრცელება.

ქვეყანაში არ ხორციელდება არანაირი ღონისძიებები, დახურულია სპორტული დარბაზები, გაუქმებულია კონფერენციები.

onalem

ტესტ