fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთის საავადმყოფოში პაციენტებისთვის წყალს ქვაბებში აცხელებენ

საბერძნეთის საჯარო საავადმყოფოებში არსებული მძიმე მდგომარეობა გასაკვირი უკვე აღარ არის, მაგრამ დაუჯერებელი შემთხვევები ერთმანეთს ემატება. გავრცელებული ინფორმაციით, კარპენისის საავადმყოფოში ბოლო ათი დღეა, რაც წყალი არ აქვთ და პაციენტების საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებენ.

საავადმყოფოების თანამშრომელთა გაერთიანება ჩივის, რომ პრობლემები იზრდება, სამედიცინო დაწესებულებების ბიუჯეტი კი მცირდება.

“ბიუჯეტში ფული საერთოდ არ არის. პაციენტები ქირურგიულ განყოფილებებსა და პალატებში წყლის გარეშე არიან. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს სხვა გამოსავალი, ექთნები წყალს ქვაბებში აცხელებენ.”

ასევე ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური საბერძნეთის ადგილობრივმა მთავრობამ საავადმყოფოს 600 ლიტრი საწვავი გადასცა, თუმცა, ეს პრობლემას მხოლოდ დროებით მოაგვარებს.

onalem

ტესტ