fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

კორონავირუსის საფრთხე: საბერძნეთი ჩრდილოეთ იტალიასთან ფრენებს დროებით წყვეტს

საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანა წყვეტს ფრენების განხორციელებას ჩრდილოეთ იტალიის მიმართულებით და პირიქით.

2020 წლის 9 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით არ განხორციელდება არანაირი ფრენა ჩრდილოეთ იტალიის მიმართულებით და არც ჩრდილოეთ იტალიიდან საბერძნეთის მიმართულებით.

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში საგრძნობლად გაიზარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება 7,375 შემთხვევა და 366 გარდაცვლილი. ეს არის მეორე ქვეყანა, ჩინეთის შემდეგ, სადაც ვირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

 

onalem

ტესტ