fbpx
ჯანმრთელობა

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა საბერძნეთში – 66 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ექსკლუზიური ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 4 ადამიანი დაინფიცირებულებთან კონტაქტის შემდეგ დაავადდა, ხოლო ერთი ლონდონიდან ჩამოფრინდა.

ამჟამად საბერძნეთში დაინფიცირებულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტებიდან 66 წლის მამაკაცის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა. ის მწვავე რესპირატორული პრობლემებით პატრასის საავადმყოფოშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაავადებულთა უმრავლესობა ეგვიპტესა და ისრაელში რელიგიურ მოგზაურობაში იმყოფებოდა და საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ დაესვათ დიაგნოზი.

onalem

ტესტ