fbpx
საზოგადოება

მარუსი: წვრთნების დროს საბერძნეთის პოლიციის ორი ოფიცერი მძიმედ დაშავდა

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთის პოლიციის ორი ოფიცერი მძიმე მდგომარეობით 401-ე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მათ, სამხედრო წვრთნების დროს, რომელიც მარუსში მიმდინარეობდა, დაზიანებები მიიღეს.

როგორც ცნობილია, ისინი სავარჯიშო სროლებს ახორციელებდნენ, როდესაც ტყვიის ნარჩენები ერთ-ერთ მათგანს ყურის, ხოლოდ მეორეს წარბის არეში მოხვდა.

ექიმები მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. კონკრეტული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

onalem

ტესტ