fbpx
საზოგადოება

კრეტა: ტურისტები ტავერნაში თავიანთი საჭმლით მივიდნენ

საბერძნეთში ტურისტული სეზონი ნელნელა იწყება. კრეტაზე, აგიოს ნიკოლაოსში მდებარე ერთ-ერთ ტავერნაში უცნაურ შემთხვევას წააწყდნენ. ტურისტები ტავერნაში მივიდნენ, მაგიდას მიუსხდნენ, სასტუმროდან წამოღებული, კონტეინერებში მოთავსებული საკვები ამოიღეს და ჭამას შეუდგნენ.

როდესაც მათ მიმტანი მიუახლოვდა, რათა შეკვეთა მიეღო, უთხრეს, რომ არაფერი უნდოდათ, ჭიქა წლის გარდა.

საბერძნეთის ყველაზე პოპულარულ კუნძულებზეც კი აღნიშნული შემთხვევა იშვიათობას არ წარმოადგენს. უამრავი ტურისტი მხოლოდ და მხოლოდ სასტუმროს კვებას სჯერდება და არ სარგებლობს ადგილობრივი ტავერნებით.

თუმცა, აღნიშნული ინციდენტი ნამდვილად ექსტრემალურია და ჩნდება კითხვა, რატომ არ დასხდნენ ისინი სადმე ახლოს მდებარე პარკში ან სკვერში, ნაცვლად რესტორნის მაგიდისა, სადაც ხალხი, ჩვეულებრივ, იმისთვის მიდის, რომ შეფ-მზარეულის მიერ მომზადებული კერძი მიირთვას.
ასევე,  მათ შეეძლოთ წყალი ეყიდათ რომელიმე მარკეტში ან კიოსკში, თუმცა, როგორც ჩანს, ტურისტებმა თანხა ამ მხრივაც დაზოგეს.

onalem

ტესტ