fbpx
საზოგადოება

როგორ ცდილობდა ბერძენი პარლამენტარი 60 წლის ქალის სიცოცხლის გადარჩენას

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ვოლოსში გუშინ ღამით მოხდა. 60 წლის ქალს, რომელიც მანქანაში მეუღლესთან ერთად იჯდა, მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა.

newspaper.gr-ის ცნობით, 21:30 საათზე სოკრატეს ქუჩაზე მამაკაცმა მანქანა გააჩერა და დახმარებას ითხოვდა. აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს “ახალი დემოკრატიის” წევრის, პარლამენტარ კოსტა მარავეიასის ოფისი, რომელიც პროფესიით ქირურგია. მან როგორც კი ხმა გაიგო, მაშინვე გარეთ გაიქცა დასახმარებლად.

მარავეიასმა ქალს ჩაუტარა პირველადი დახმარება და ყველაფერი გააკეთა, რომ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, ხოლო შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, 60 წლის ქალი მოგვიანებით გარდაიცვალა.

 

onalem

ტესტ