fbpx
პოზიტივისაზოგადოება

პატარა პანაიოტი რაფაილის გადასარჩენად საბერძნეთის მოსახლეობამ 2 მილიონ ევრომდე შეაგროვა

პანაიოტი რაფაილს, რომელიც 2018 წლის აპრილში დაიბადა, იშვიათი დაავადება, კუნთების სპინალური ატროფია აქვს. ბავშვს დაზიანებული აქვს მთელი კუნთოვანი სისტემა და პრობლემები აქვს სუნთქვასა და ყლაპვასთან დაკავშირებით. დღეს ის მხოლოდ 18 თვისაა.

როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს დახმარება ესაჭიროებოდა, რადგან მისი მკურნალობა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, საბერძნეთის მოსახლეობამ მაშინვე დაიწყო რეაგირება და ამ დროისთვის შეგროვებულია 2.000.000-მდე ევრო.

თანხები გაიღეს როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებმა და პანაიოტის ახლა შეუძლია საგნების ერთი ხელიდან მეორე ხელში გადატანა. მკურნალობის გარეშე კი ამასაც ვერ შეძლებდა.

ცხადია, მას სჭირდება სხვადასხვა კურსი, ვინაიდან ჯერ მხოლოდ 18 თვისაა. მას შემდეგ, რაც 24 თვის გახდება, დაენიშნება სხვა სახის მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ მისი ბოსტონის საავადმყოფოში მოთავსება და მკურნალობა 3.5 მილიონი ევრო დაჯდება.

onalem

ტესტ